მორიგი თავდასხმა მოხდა გაერთიანებული ოპოზიციის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის შტაბზე. გუშინ პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით, საარჩევნო შტაბის სარეკლამო მიკროავტობუსს რამდენიმე ადამიანმა ქვები ესროლა. დაზიანდა სხვა ავტომობილებიც და ჩაიმსხვრაერთერთი სააფთიაქო ქსელის შუშებიც. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ოპოზიციის წარმომადგნელები ქვებით დაშინებაში სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარ კანდიდატ გოგი მეშველიანსა და მის ძმას ადანაშაულებენ. მათი თქმით, მეშველიანის ძმა ხელმძღვანელობს პატარა ბიჭების ბანდას, რომელნიც ასეთ ხულიგნობას ღამის საათებში ახორციელებენ.
ადგილზე გამოიება გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, ამოღებულ იქნა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა ამ დრომდე, არცერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ