თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი შარკოვის განცხადებით, მეტროს ახალი ვაგონების შეძენისთვის ტენდერი მიმდინარე თვის პირველ ნახევარში გამოცხადდება. საუბარია 40 ევროპულ დონის ვაგონზე, რომელიც დღეს არსებული გათვლებით ხაზზე 2-3 წლიან ვადაში დაიწყებს მუშაობას. შარკოვის ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმება წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, პროექტი EBRD-ის 75 მლნ სესხის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც თბილისის მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს.
„აქტიურ ფაზაშია ტენდერი, მეორე ეტაპზე გადავდივართ ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს არის 40 თანამედროვე, ევროპული დონის ვაგონები, 10 შემადგენლობა, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ 2 წელიწადში ხაზზე გავა. წელს ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას და გაფორმებიდან ვაგონების პირველი პარტია შემოვა 2წლის თავზე, 3 წლის თავზე კი უნდა დასრულდეს 40 ვაგონის შემოყვანა“, – განაცხადა BMG-ისთან საუბრისას შარკოვმა.