თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები “ოცნების” პროპორციულ სიაში

553

ბითაძე, ტურძელაძე, დავითულიანი – თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლები “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მოხვდნენ.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე “ოცნების” პროპორციულ სიში მე-10 ნომრადაა წარდგენილი, დიდუბის რაონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი სიის მე-40 ნომერია, ხოლო ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, რომელიც მმართველმა გუნდმა ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, სიაში 114-ე ადგილზეა.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ბექა დავითულიანი “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მე-20, რიმა ბერაძე 36-ე, თამარ ტალიაშვილი მე-60 ადგილს იკავებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა, სიაში 41-ე ნომრადაა რადგენილი, რაც შეეხება ნინო ლაცაბიძეს, რომელიც რუსთავის მჟრიტარობის კანდიდატადაა დასახელებული, სიაში 108-ე ნომრადაა განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ქართულმა ოცნებამ” ცესკო-ში 150-კაციანი პარტიული სია წარადგინა.