„ევროპული საქართველო“ ხაშურსა და ქარელში მხარს გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს

596

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილის თქმით, „ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა და სწორედ ამიტომ, პარტია ხაშურისა და ქარელის ოლქში მხარს გურამ ჩალაგაშვილს დაუჭერს.

„ევროპული საქართველო“ მოწადინებული იყო იმისთვის, რომ ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მომხდარიყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილისს გარეთ. სამწუხაროდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ეს შეთანხმება არ შედგა.

ჩვენ ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგულები და მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ ოპოზიცურ პარტიებთან არამხოლოდ თბილისში, არამედ მის გარეთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ და ვუჭერთ მხარს ირაკლი ოქრუშვილის პარტიის წარმომადგენელ, გურამ ჩალაგაშილს ხაშურსა და ქარელში“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიამ „გამარჯვებულმა საქართველომ“ ხაშურისა და ქარელის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად გურამ ჩალაგაშვილი ორი დღის წინ წარადგინა.