ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცი ათ დღეზე მეტია თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ოზურგეთის მერიაში ადასტურებენ.
დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მეზობლებთან, რომლებსაც ასევე ვირუსი დაუდასტურდათ.
მამაკაცი, შემთხვევით ცუდად გახდა და მას შესაბამისი კვლევა ჩაუტარდა,, ვირუსის დადასტურების შემდეგ კი ის ფოთის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ოზურგეთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები დაბა ლაითურსა და “აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება.
26 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 17 კი მართვით სუნთქვაზეა. ამასთან, 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 819 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.