ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გაზირზე მოძრაობა შეიზღუდება“,-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს.
„ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე. კომპანია მოსახლეობას ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.