გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახსა და კალაურში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია დაიწყო. თემაზე სიუჟეტს გურჯანის ტელევიზია ავრცელებს.
კეთილმოეწყობა სასწავლო კაბინეტები, გამოიცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, იატაკი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, მოწესრიგდება სველი წერტილები. სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ამისათვის ფონდის მიერ 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
სამუშაოები 9 თვეში დასრულდება. საჯარო სკოლების მოსწავლეები ამჟამად სწავლას სხვა სკოლებში განაგრძობენ.