ბათუმის სკოლის დირექტორებს განცხადება დააწერინეს, სამ გამოთავისუფლებ ადგილზე კი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს დანიშნავენ, – ეს განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ასმათ დიასამიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის ყველა საჯარო სკოლის დირექტორს ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა სამი დირექტორი გამოარჩიეს.
ასმათ დიასამიძეს ბათუმის სკოლის დირექტორების ცვლილებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.
“ყველა სკოლის დირექტორს ხელშეკრულება გაუგრძელეს, თუმცა სამი სკოლის დირექტორი გამოარჩიეს და რატომ? ამაზე განმარტებებს ვითხოვთ. ისინი სხვა დირექტორებს არც გამოცდილებით და არც კომპეტენციით არ ჩამორჩებოდნენ. პანდემიის დასაწყიში გამოიყენეს დირექტორები და მძიმე ვითარებაში ამუშავეს, ახლა კი უპასუხისმგებლოდ გაუშვეს. ბათუმის სკოლის დირექტორებს განცხადება დააწერინეს. სამი დირექტორის ადგილი გამოათავლისფლეს და ახლა დროებით მოვალეობას “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შეასრულებინებენ, ამით მათ სამ მხარდამჭერს მოიმადლირებენ”,- განაცხადა ასმათ დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში 21 საჯარო სკოლაში დირექტორებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. როგორც ბათუმის რესურცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საჯარო სკოლებს მოვალეობის შემსრულებლები მართავენ, რომელსაც აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნიშნავს.