საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს.
მისივე თქმით, აღნიშნული პირები არ გამოთქვამენ მზაობას თემაზე საჯაროდ ისაუბრონ. თუმცა, როგორც სახალხო დამცველი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უზრუნველყოს ფაქტების გამოძიების ეფექტურობა და კონფიდენციალურობა.
” სახალხო დამცველის ოფისს დაგვიკავშირდნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ რომ მათი აქტივისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გამოყენებით შანტაჟს. თუმცა, ეს პირები მზად არ არიან საჯაროდ ისაუბრონ ამის თაობაზე. ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. იმედს გამოვთქვამ, ყველა სავარაუდო დაზარალებული მიმართავს გამოძიებას , გამოძიება კი ობიექტური იქნება ამ საქმეებთან დაკავშირებით,”-განაცახადა ნინო ლომჯარიამ.