თელავის მუნიციპალიტეტის 2 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, თელავის N2 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული სველი წერტილიც.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 62 540 ლარით დაფინანსდა.
„სველი წერტილები მოეწყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის სანიორის კორპუსშიც. პროექტის ფარგლებში, სველი წერტილები, მათ შორის შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილი შენობის შიგნით განთავსდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 082 ლარით დაფინანსდა. ამ ეტაპზე, სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 5 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.