მამუკა ხაზარაძე: გამოვდივარ ინიციატივით, საქართველოში მევახშეობა აიკრძალოს

595

“ლელოს საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით “მევახშეობა” აიკრძალოს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ადამიანებს ბანკი და მევახშე ერთმანეთში ერევათ. მისი თქმით, მოქალაქეები ეუბნებიან, რომ ბანკის ვალი აქვთ, შემდეგი კი აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ფული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ან კერძო პირებისთვი აქვთ მისაცემი.

“პირდაპირ მინდა გამოვიდე ინიციატივით. ეთერებით გადის ძალიან არაეთიკური, რბილად რომ ვთქვათ, სარეკლამო რგოლები და ჩვენ, მე პირადად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, განვუმარტო, მევახშე ქართული განმარტებითი ლექისკონით ნიშნავს კერძო პირს, რომელიც მეორე პირს ასესხებს თანხას და ამით ნახულობს სარგებელს. ამიტომ მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ საქართველოში მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია, იქნას კანონით დასჯადი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრებო”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, შეეშავს უცენზურო და არაეთიკურ თავდასხმეს. მისი თქმით, თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ ლექსიკა უნდა დაიხვეწოს და ოპოზიციამ ერთმანეთში “აზრები აჭიდაოს”.

ხაზარაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წავა, თუ საქმეს ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლამდე საბანკო საქმიანობას ეწეოდა. ის  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო ბანკის – თიბისის თანადამფუძნებელია.