რუსთავში, ე.წ. კუკუშკას ვაგონს რესტავრაცია ჩაუტარდება

656

რუსთავში მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკვშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. კუკუშკას ვაგონი მეტალურგიულმა ქარხანამ დღეს დილით წაიღო. როგორც რკინიგზის განყოფილების უფროსმა ტვ4-ს განუცხადა, ვაგონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და შემდგომ ქალაქს ახალი იერსახით დაუბრუნდება.

” ვაგონი არ მიგვაქვს დასაჭრელად, მიდის სარემონტოდ, გალამაზდება და შემდგომ დაიდგმება ქალაქში.აბა ახლა რას გავს, უპატრონოდ არის მიტოვებული, დანაგვიანებული“, – აცხადებს რკინიგზის განყოფილების უფროსი, დავით ქავთარაძე.

რესტავრირებული ვაგონი კონკრეტულად სად დაიდგმება, ამის შესახებ ინფორმაციას თავადაც არ ფლობენ.