ეკო-მეგობრული ტრანსპორტი, ე.წ. სქროლები, უკვე რუსთავშია

698

ელექტროსკუტერები რუსთავშია – ქალაქში ალტერნატიული ტრანსპორტი უკვე შემოიყვანეს.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ტრანსპორტის მოძრაობის არეალი შეზღუდული იქნება. ე.წ. სქროლები ქალაქის შემოსასვლელიდან შარტავას, მეგობრობის, მარჯვენა და მარცხენა მხარეს დამაკავშირებელი ხიდის, კოსტავას გამზირის, კულტურისა და დასვენების პარკისა და ძველი რუსთავის სხვადსხვა ქუჩებზე მეტალურგიულ ქარხანამდე იმოძრავებს.

ინიციატივა “რუსთაველებს” ეკუთვნით.

მათი განცხადებით, ეკომეგობრული ტრანსპორტი რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.