რუსთავში მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 სექტემებერს დასრულდა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სკვერები მესხიშვილის პირველი გასასვლელის N7-ისა და ლეონიძის N28-ის მიმდებარედ მოეწყობა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 888 ლარს შეადგენს.