თბილისის ვიცემერი: გვინდა, ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის წლიურად 100 მლნ გამოიყოს

409

თბილისის ვიცე-მერ, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, იგეგმება, რომ ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონიანი ბიუჯეტი გამოიყოს. როგორც ხმალაძემ განმარტა, ამ დროისთვის დედაქალაქში 10 ათასამდე ავარიული შენობაა.

„თბილისის მოქალაქეები, ვინც ცხოვრობენ ავარიულ შენობებში, პირველ რიგში სარგებლობენ ავარიული შენობების გამაგრების პროგრამით და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კახა კალაძე კვლავ გახდება თბილისის მერი, განხორციელდება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა.

ავარიული შენობების გამაგრებისთვის ყოველწლიურად ვცდილობდით 15-18-20 მილიონიანი ბიუჯეტი გამოყოფილიყო, თუმცა ახლა გვინდა, რომ 25-50 და 100 მლნ გამოვყოთ ყოველწლიურად ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის“, – განაცხადა ხმალაძემ.