თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გაიმართა

785

საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში’’, საქართველო-სამხრეთ კორეის მუნიციპალური ფორუმი გაიმართა.

ფორუმში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და რუსთავის მერი დავით ჯიქია, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, სამხრეთ კორეის თვითმმართველობათა ასოციაციის პრეზიდენტი სეუნგ ბინ იმი, ქართული და კორეული მხარის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრის ძირითადი თემა თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე მსჯელობა და მუნიციპალიტეტების მხრიდან წყლის რესურსების ეფექტური მართვა იყო.

წყლის სექტორში შემუშავებული პროექტების ეფექტურ მართვაზე, საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციას არაერთი შეხვედრა აქვს გამართული. ერთ-ერთი ასეთი კონფერენცია 2016 წლის სექტემბერში გაიმართა, რომელიც „ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის,“ (NALAG) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო ადმინისტრაციის ინსტიტუტების, (NISPAcee) ასევე, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სლოვაკ აიდ“-ის ორგანიზებით შედგა.