ნაძალადევის რაიონში, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ერთი პირი დააკავეს

526

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ნაძალადევის რაიონში, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე 173-ე მუხლით განხორციელდა.

ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, სადაც შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მიმდინარეობს ხმაურია, ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილნი და დემონტაჟს აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

დღესვე, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამოვლენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წლის აგვისტოში მოკვლევა დაიწყო.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოთხი შენობა-ნაგებობა უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის შესახებ დადგენილება გამოსცა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.