ნათია მეზვრიშვილი: სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ

430

სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია.

„სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია კონტორლს ექვემდებარება, უნდა დავიცვათ დისტანცია, პირბადე გვეკეთოს და არასაჭირო თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.