გურიის რეგიონში 6 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. დაგეგმილია 8 სკოლის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სოფელ ერკეთიში შენდება 90 ბავშვზე გათვლილი საჯარო სკოლა.
სკოლის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.