ენმ-ს ახალგაზრდული ფრთა ბავშვებისთვის აქცია-კონკურსს მართავს

617

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა გასართობ აქცია-კონკურსს მეხუთე დღეა მართავს. კონკურსის ფარგლებში, ქალაქის უბნებში,  ბავშვებისათვის სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი შეჯიბრები ეწყობა. ამის შესახებ ტვ4 წერს.

შეჯიბრებს ვაწყობთ ცეკვაში, სიმღერასა და ლექსებში. ყველა მათგანს გადაეცემა კეპები, მაისურები და სხვადასხვა ნივთი “, – აცხადებენ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში.

მათივე ინფორმაციით, პარტია მსგავსი ტიპის აქტივობებს მომავალშიც გეგმავს.