14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას, როგორც ამ ქალაქებისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინაასარჩევნო გარემოს შეფასებაში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუწევს. 24 ივლისიდან წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობას ყველა მუნიციპალიტეტში უკვე აკვირდება ორგანიზაციის 70 გრძელვადიანი დამკვირვებელი. გრძელვადიანი მონიტორინგის შუალედური შედეგების გამოქვეყნებამდე, „სამართლიანი არჩევნები“ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებული გარემოს შეფასებას.
იხილეთ დოკუმენტი: წინასაარჩევნო გარემოს შეფასება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის