ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

875

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. დილიდან ეპიდემიოლოგები ადგილობრივი მოსახლეობის ბიოლოგიურ ნიმუშებს იღებენ, რომლებსაც შემდეგ კორონავირუსზე PCR-ტესტირება ჩაუტარდება.

ამ სოფელში, განსხვავებით სოფელი გარბანისა, გაფართოებული, სიღრმისეული კვლევა არ მიმდინარეობს და მხოლოდ მიზნობრივი ტესტირება უტარდებათ, ინფიცირებული ადამიანის კონტაქტებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.