დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, „ევროპის მწვანეთა პარტია“ დაეთანხმა „საქართველოს მწვანეთა პარტიის“ მოთხოვნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნაზე.
„რამდენიმე დღის წინ „საქართველოს მწვანეთა პარტიამ“, როგორც „ევროპის მწვანეთა პარტიის“ თანადამფუძნებელმა და მმართველი საბჭოს წევრმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლებად მოიწვია „ევროპის მწვანეთა პარტიისა“ და ევროპის პარლამენტის „მწვანეთა ფრაქციის“ წარმომადგენლები!
„საქართველოს მწვანეთა პარტია“ აგრეთვე მოამზადებს რეზოლუციის პროექტს ჩატარებული არჩევნების ყველა ასპექტის შესახებ „ევროპის მწვანეთა პარტიის“ 2020 წლის ვარშავის საბჭოსთვის“,-აღნიშნულია გია გაჩეჩილაძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.