ნანა ტოხვაძე: რისი კომპენსაციაა ბავშვებისთვის გაწეული 200 ლარიანი დახმარება?!

594

დახმარების გაწევა საჭიროა, მაგრამ არა ერთჯერადის და არა საარჩევნო მოსყიდვის ფორმით , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა.

ტოხვაძის თქმით, ხელისუფლებას აღარც იდეა აქვს, არც მოსახლეობის საჭიროება იცის.

“რისი კომპენსაციაა ბავშვებისთვის გაწეული 200 ლარიანი დახმარება?! ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში 17 წლამდე მოზარდების მშობლებს 200 ლარიან მოწყალებას რომ სთავაზობს პრემიერ-მინისტრი და იმასაც პარტიის თავმჯდომარის სახელით არა: 1) ღირსეულ ანაზღაურებაა ან სამუშაო ადგილს საკუთარ ქვეყანაში. 2) უკეთეს განათლების სისტემას მომავლის გარანტიად. მოწესრიგებულ სასკოლო ინფრასტრუქტურას პოსტპანდემიურ ვითარებასთან ეფექტიანად გასამკლავებლად. ელემენტარულად საპონს და უწყვეტ წყალს საქართველოს 2083 საჯარო სკოლაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამოწურა საკუთარი თავი. აღარც იდეა აქვს, არც მოსახლეობის საჭიროება იცის და მით უმეტეს ხედვაც არ გაგაჩნია “ეროვნულ მიზნად” გამოცხადებულ განათლებაზე! რეალურად, ამომრჩევლის მოსყიდვა ქვია ამას სამართლებრივად. მორალურად კი #გაძარცვული და #დამსხვრეული “ოცნება”, რომელიც საბიუჯეტო სახსრებით ცდილობს პარტიული კამპანიის წარმოებას! რისი კომპენსაციაა 200 ლარიანი დახმარება? თვალებში ჩახედვით მინდა, ვუთხრა პატივცემულ პრემიერს! 3 თვე სახლებში გამოკეტილი მშობლები ვალებით და სესხით რომ კვებავდნენ შვილებს იმის თუ კომპიუტერის და ინტერნეტის საჭიროების მოსაგვარებლად? რა თქმა უნდა, დახმარების გაწევა საჭიროა, მაგრამ არა ერთჯერადის და არა საარჩევნო მოსყიდვის ფორმით” , – ნანა ტოხვაძე.​