“ქართული ოცნება” კანდიდატებს ქუთაისში, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს წარადგენს

1283

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებს ქუთაისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, 25 აგვისტოს წარადგენს – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თარიღი ჯერ კიდევ არ არის საბოლოდ დადგენილი, თუმცა ცნობილია, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა ერთდროულად მოხდება ქუთაისში.  კითხვაზე,  იქნებიან თუ არა დასახელებულ კანდიდატებს შორის მოქმედი თანამდებობის პირები, გუბერნატოტმა განაცხადა, რომ “ზოგი იქნება, ზოგი არა”. რაც შეეხება ქუთაისის მერობის კანდიდატს, გუბერნატორის თქმით, მისთვის ცნობილი არაა, იქნება თუ არა ის ქუთაისის ამჟამინდელი მერი შოთა მურღულია.

გივი ჭიჭინაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში ის  აქტიურად ჩაერთვება და კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

შეგახსენებთ, 2017 წლის  თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ზუსტი თარიღი კი აგვისტოს ბოლოს გახდება ცნონილი. პრეზიდენტის მიერ აღნიშნული თარიღის დასახელების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შევა ძალაში.

წყარო: ნიუპრესი