„ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე 5 აგვისტოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე თქმით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებაა.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 05 აგვისტოს 07:00 საათიდან 05 აგვისტოს 00:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 39კმ-ში, ჯუმათი-ლანჩხუთის გადასარბენის (კმ68 პკ2-ში) მდებარე დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ე.წ. „ლესის“ სარკინიგზო გადასასვლელზე არსებული ფენილქვეშა ლიანდაგის შეკეთების (ამოსაღებია ფენილი, გამოსაჭრელია ღორღი და შესაცვლელია ახალი ღორღით, ასევე შესაცვლელია რელსები და სამაგრისები) და სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.