გიორგი მარგველაშვილი: მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ქირაობენ ხელისუფლებებს

911

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა მაღალი იქნება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პირველმა პირმა სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც საუბრის ძირითადი ნაწილი კონსტიტუციას და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას ეხებოდა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითავისონ, რომ ისინი ქირაობენ ხელისუფლებებს და მათი არჩევნებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. “ვიმედოვნებ, რომ თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ასევე სოციალური მედიის მეშვეობით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ მივიდნენ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკოსების იმედი მაქვს, რომ წელს ისეთ პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიას გააკეთებენ, ბოლოს და ბოლოს, რომ მთელი მოქალაქეები გამოვალთ აღტაცებულები და მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ახსოვდეთ, რომ ხელისუფლებები არიან მათი დაქირავებულები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი