რუსთავში საბავშვო კუთხეები მოეწყობა

818

რუსთავში 9 ადგილზე საბავშვო კუთხეები მოეწყობა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

ქალაქის მერიამ სხვადასხვა ატრაქციონებისა და თუ საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად ორი ტენდერი გამოაცხადა.

საბავშვო კუთხეების მოწყობა იგეგმება შემდეგ ქუჩებზე: მე-16 მკ N3, მე-17 მკრ N12, მე-19 მკრ N5, კოსტავას N19, მეგობრობის N20, მე-15 მკრ N10, მე-18 მკრ N12ბ, მე-20 მკრ N1 და გარეჯის N1.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, 9-ვე ადგილზე მოაწყოს სასრიალო ატრაქციონები, აიწონადაიწონა, საქანელები, ახალი სკამები და სანაგვე ურნები, ასევე განათების ბოძები.

აღნიშნული ატრაქციონების მოსაწყობად 265 744 ლარია გამოყოფილი.