“საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივნისში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 16.5%-ით შემცირდა.
კერძოდ, იანვარ-ივნისში 4169 ნებართვა გაიცა 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26,8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი
„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები”,- ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.
ამასთან¸2020 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიიღეს 758,8 ათასი კვ.მ ფართობის 810 ობიექტი, რაც წინა წელთან შედარებით 34,5 პროცენტით ნაკლებია.