მოწერელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას 1-ლი აგვისტოდან დატოვებს

877

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ თვითონ განუცხადა.

მოწერელიას  თქმით, პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.

ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება მალხაზ თორიას, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ, მანამდე კი სხვადასხვა ძალოვან უწყებაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.