ხიდისთავიდან ატენამდე გზის მოასფალტება დაიწყო

752

წინა სტატია

ერთ წელიწადში დასრულდება ხიდისთავი-ატენს შორის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები კომპანია “ენსაისმა” დაიწყო. პროექტის ფარგლებში 11,9 მლნ ლარი იხარჯება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების (მილების, ზედა და ქვედა საყრდენი კედლების) შეკეთება და ახლების მოწყობა, ცალკეულ მონაკვეთებში გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, მიერთებების და ეზოში შესასვლელების ახლიდან მოწყობა, ავტოპავილიონების მოწყობა, სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების და შემოფარგვლის განახლება-შევსება, რაც უზრუნველყოფს ავტომობილების და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო მოძრაობას.

“საპროექტო გზის მონაკვეთის გასწვრივ განთავსებულია კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთები და საკარმიდამო ეზოები აგრეთვე სხვადასხვა ორგანიზაციები და საყოფაცხოვრები და სავაჭრო ობიექტები, მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთში საეზოვე მიწის ნაკვეთებს საზღვრებს შენარჩუნების გამო ამ მონაკვეთში გზის სავალი ნაწილს სიგანე რჩება 4,5მ რადგან მოსახლეობა ეზოს ნაწილის დათმობის წინააღმდეგია,” – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტში.

სამინისტრომ 12 ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ, რეესტრის მონაცემები მოითხოვა.

რაც შეეხება ტენდერს, მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო.

კომპანია ,,ენკო” 12 მლნ 759 000.00 ლარი
,,იბოლია” 12 მლნ 600 000.00 ლარი
ენსისი 11 მლნ 950 000.00 ლარი
შპს ლ.ენდ ლ 11 მლნ 936 260.00 ლარი
შპს ქროსფოინტი 11 მლნ 190 441.00 ლარი

აქედან ბოლო ორს დისკვალიფიკაცია მისცეს. გამარჯვებული კომპანია “ენსისი” გახდა. კომპანია ,,იბოლია” კი, ტენდერის მიღმა დარჩა. ეს კომპანია გორის მაჟორტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის კომპანიაა.