ამბროლაურის სოფლებში – აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს

514
ქვახვრელი, 25 მარტი, 2018 წელი, ამ ჭიდან ცენტრალური მილი ორი მიმართულებით ნაწილდება; გამანაწილებლიდან კი წყალი ჟონავს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აბარსა და ჟოშხაში წყალმომარაგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან და მერის პირველ მოადგილესთან გიორგი დონაძესთან ერთად გაეცნო.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება რეგიონის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება.

„მიმდინარეობს სოფელ აბარის წყლის რეაბილიტაცია, რომლის შემსრულებელი შპს “ჯორჯიან პლასტიკია”. პროექტის ღირებულება 148 512 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს სოფელ ჟოშხაში წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლა. შემსრულებელი შპს “ჯითი ჰოლდინგია” და პროექტის ღირებულება 248 737 ლარია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.