“ევროპულმა საქართველომ” საჩხერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას “ევროპული საქართველოს” კანდიდატად საჩხერეში კობა მოდებაძე, წყალტუბოში კი სევერიან გორდულაძე წარადგინა. პარტიის თავმჯდომარემ შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო.
“ევროპული საქართველოს” ინიციატივის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებზე მოგებულ რაიონებში გაუქმდება ბიუროკრატიული ხარჯები, პრემია და დანამატები, ეს თანხა კი პენსიის ზრდას მოხმარდება.
რაც შეეხება ქუთაისს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების დასახელება აგვისტოს ბოლოს მოხდება.
წყარო: ნიუპრესი