„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, შენიშვნების გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე განსახილველად მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება, კანონმდებლებმა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით გაბაიძის, დავით ბაციკაძის, ილია ვერძაძის, ნუგზარ სურმანიძის, ცოტნე ანანიძის, ნინო ჩხეტიასა და მერაბ კარანაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა, გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით განიხილება.