დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდი აქვს

781

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

იძულებით გადაადგილებული პირები მათი განსახლებისა თუ დასაქმების მიმართულებით არსებული სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ახალი ვებგვერდის საშუალებით მიიღებენ.

„ახალი ვებ-გვერდი – www.idp.gov.ge იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიურ რეჟიმში გაეცნონ სააგენტოს საქმიანობას და ჩაერთონ ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც სახელმწიფო მათთვის ახორციელებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.