„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს

1057

20 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ხსნის და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერები წინასწარ დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად განიხილება 2 ყოფილი მინისტრი: დავით სერგეენკო და სოზარ სუბარი. სავარაუდოდ, სიაში არ იქნებიან კახა ოქრიაშვილი და ენზელ მკოიანი. ასევე, სავარაუდოდ, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის მოადგილე მამუკა მდინარაძე იქნება.

საპარლამენტო არჩევნები კი 31 ოქტომბერს ჩატარდება.