საგარეჯოს სოფელ თოხლიაურში წყლის სისტემას მოაწესრიგებენ

503

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა.

მერიამ ტენდერი 94 536 ლარზე უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 28 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელს და დამატებით მოწყობა რკინაბეტონის წყალმიმღები.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.