ლაგოდეხის სოფელ განჯალაში სპორტული მოედანი მოეწყობა

498

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონი და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ “სტარტ+”- მა მიიღო და ახლა შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.

სამუშაოების ღირებულება 140 777 ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება სამი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.