ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის ნაწილი 5 დღით ჩაიკეტება

362

ზუგდიდის მერიის ცნობით, ზუგდიდი – ანაკლიის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რუსთაველის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, რუსთაველისა და მარჯვენა სანაპიროს ქუჩის კვეთიდან, რუსთაველისა და ქუჯის ქუჩის კვეთამდე, სამშენებლო სამუშაოების გამო, გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება, 15 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით.