გურჯაანში შუქნიშნები სრული დატვირთვით ერთ კვირაში ჩაირთვება

440

გურჯაანში შუქნიშნები სრული დატვირთვით ერთ კვირაში ჩაირთვება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ამ ეტაპზე კოსტავას კვეთაზე შუქნიშანი სატესტო რეჟიმში მუშაობს და ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანების მოძრაობას არეგულირებს.

კვირის ბოლომდე შუქნიშნებთან დაიხაზება გზის მონაკვეთები, რომელიც მძღოლებს მოძრაობის მიმართულებას აჩვენებს. სამუშაოებს შ.პ.ს გზაჯვარედინი ასრულებს.