კავთისხევი-ახალქალაქის გზისთვის 2,8 მლნ ლარი გამოიყო

752

2,7 მლნ ლარი გამოიყო იმ გზის სარეაბილიტაციოდ, რომელიც კავთისხევი-ახალქალაქს შორის მდებარეობს. “კასპიცემენტის” მანქანების მიერ დაზიანებულ საავტომობილო გზაზე ახალი ასფალტი დაიგება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

თანხა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტრომ გამოყო. ტენდერში მონაწილეობას კომპანია “მილენიუმ ბილდერს გრუპ” იღებს. მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს უკვე სწავლობენ.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ, შიდა ქართლის მაშინდელ გუბერნატორს, კახაბერ სამხარაძეს გზის შესახებ ვკითხეთ, თუმცა პასუხი არ გაგვცა. რეგიონალური განვითარების სამინისტროდან გვაცნობეს, რომ გზის პროექტირება 2018 წელს მოხდებოდა,ხოლო სამუშაოები 2019 წელს ჩატარდებოდა.

დაზიანებული გზით ტურისტები მოძრაობენ რკონის, ერთაწმინდის, გოსტიბეს, ცხავერისა და ნოსტეს მიმართულებით.