გორის მუნიციპალიტეტში 3 მუზეუმი რემონტდება

1045

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სამ მუზეუმში სარემონტო სამუშაოები სამ მუზეუმში მიმდინარეობს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გელა კაპანაძემ უთხრა.

“ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმები ამ დრომდე დაკეტილია, თუმცა მათ მათგანში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დაველოდებით მუზეუმების გახსნის ნებართვას”,- ამბობს გელა კაპანაძე.

კაპანაძის თქმით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმსა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში.

ინფორმაციისთვის, 20 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებმა მუშაობა განაახლეს. მათ შორის, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალმა და სტალინის სახლ-მუზეუმმა.