ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს მერის წარმომადგენელი დვაბზუს ადმინისტრაციულ ორგანოში, მამია გოგუაძე სასამართლოში უჩივის.
მერის წარმომადგენელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ძალით სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვს.
საქმე იმაშია, რომ მამია გოგუაძე დვაბზუს თემში მერის წარმომადგენლად დანიშვნამდე ა(ა)იპ “ოზურგეთის მერცხალის” დირექტორი იყო.
გოგუაძე მიიჩნევს, რომ დირექტორობიდან ისე გადააყენეს, მისი მუშაობის ბოლო რამდენიმე თვის ხელფასი არ მიუღია.
გადაწყვეტილებას საქმეზე მამია გოგუაძე – ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ, ოზურგეთის რაიონული სასამართლო მიმდინარე კვირის ბოლოს გამოაცხადებს.