„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
24 სოფლის მცხოვრებლებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის დაგება დაასახელეს, 26 სოფელში გარეგანათებების ქსელის გაფართოებას უყარეს კენჭი, ხოლო 13 სოფელში ადგილობრივების გადაწყვეტილებით გაფართოვდება როგორც გარეგანათების ქსელი, ასევე მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები. სოფელ გარეტყეში კი, პრიორიტეტად სოფლის სახლის მშენებლობა დასახელდა.
ცნობილია, რომ ამ ეტაპზე შერჩეულ პროექტებზე მზადდება დოკუმენტაცია და გამოცხადდება ტენდერები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის წელს, გასულ წელთან შედარებით 10 000 ლარით მეტი, 750 000 ლარია გათვალისწინებული.