ჭიათურის მერია: ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

813

ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს, – ამის შესახებ მერიაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე 3 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. კერძოდ, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს სრული განახლება, აბაშიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ნიკოპოლის ქუჩაზე ტროტუარისა და ველობილიკის მოწყობა. სამივე პროექტის სამშენებლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

ჭიათურაში, ქალაქის ტერიტორიაზე სამივე ინფრასტრუქტურული პროექტის (მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს მოწყობა, აბაშიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა და ნიკოპოლის ქუჩაზე ტროტუარისა და ველობილიკის მოწყობა) განსახორციელებლად ჯამში 1.5 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ”, – განმარტავენ მერიაში.