გარდაბანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოებს აწესრიგებენ

439

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რვა ადგილზე, საბავშვო ბაგა-ბაღების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში ყველა ადგილზე საბავშვო გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, ღობე და სარწყავი სისტემა ეწყობა.

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 277 000 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გია კონსტრაქტმშენი“ ახორციელებს.