ნინოწმინდაში ადგილობრივებმა ავტომაგისტრალი გადაკეტეს, პროტესტის მიზეზი სათიბი ფართობებია

1200

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვაკანში მოსახლეობამ ნინოწმინდა-ბავრას საავტომობილო გზა გადაკეტა. მათი პროტესტის მიზეზი სათიბი ფართობებია, რომლის გამოყენებასაც, როგორც თავად ამბობენ, ვერ ახერხებენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

დღეს, 9 ივლისს, სოფელ ჟდანოვაკანის მცხოვრებლები სათიბების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ. ამის შესახებ, ნინოწმინდის რადიო „ნორი“ წერს.

მათი ინფორმაციით, სათიბად საზღვართან ახლოს ნეიტრალურ ზოლში გადასვლა ეკრძალებათ, თუმცა, მეზობელ სოფლებში მცოხვვრებლები იგივე ტერიტორიას სათიბად უპრობლემოდ იყენებენ.

გადაკეტილია ავტომაგისტრალის გამო შეფერხდა სატვირთო მანქანების მოძრაობა.

ჟდანოვაკანში საძოვრების და სათიბების პრობლემა ადგილობრივებს წლებია აწუხებთ, მსგავსი პრობლემებია მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში.