პროკურატურა ხარაგაულის ბიუჯეტში დარღვევებს იძიებს – რა ეტაპზეა გამოძიება

474

მეოთხე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის დასკვნაში აღწერილ დაღვევებს პროკურატურა იძიებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

გამოცემის ცნობით, გამოძიება 2020 წლის 26 თებერვალს დაიწყო, – გვიპასუხეს საქართველოს პროკურატურიდან, – აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ ხარვეზებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. საგამოძიებო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს და შედეგი უახლოეს თვეებში დადგება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებულ პროგრამების შესაბამისობას ეხება, არაერთ დარღვევაზეა საუბარი.