ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე სარივატიზაციო ქონების დამატებითი ნუსხა წარადგინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
გაგაცნობთ იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც გასაყიდადაა განსაზღვრული:
- სოფელ ბაზალეთში (ხანდების ხიდის მიმდებარე ტერიტორია) 851 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
- სოფელ ლაშეში 398 კვმ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
- 93 ერთეული, ეზოს შემოსარაგვი, რკინის კუთხოვანაში ჩასმული მავთულბადე;
- წყლის ელექტროგამათბობელი,
- მინის მაგიდა;
- Samsung-ისა და LG-ის ფირმის თითო ტელევიზორი;
- 40 კვტ-იანი დიზელ-გენეტატორი;
- რუსული წარმოების ბენზინის ძრავზე მომუშავე გენერატორი.
ჯაბა ბერაძის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკა ხევის საზოგადოებრივი ცენტრის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ქონებაა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს რკინის კუთხოვანაში ჩასმული მავთულბადე.
საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ უმჯობესია, მავთულბადე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარჩეს, სხვადასხვა ობიექტების შესაღობად.
ჯაბა ბერაძის ინფორმაციით, სოფელ ბაზალეთში მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ამჟამად 3 500 ლარია. ამ ობიექტზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ალბათ მისი ღირებულება აუქციონის შედეგად 10 ათას ლარამდე გაიზრდება.