ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში კოტეჯების იატაკებს შეაკეთებენ

1038

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დევნილთა დასახლებებში არსებული კოტეჯების იატაკების შეკეთებას იწყებს. საჭირო მასალების შესაძენად, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

პროექტი ეხება ოთხ დასახლებას, მაშ შორის ხურვალეთის კოტეჯებსაც.

როგორც ცნობილია, დაგეგმილი სამუშაოები 40-მდე ოჯახს შეეხება.

„დევნილმა მოსახლეობამ არსებული პრობლემის შესახებ მოგვმართა და ჩვენც შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. გამოცხადდა ტენდერი ლამინატის, ხრეშის და იატაკის შესაკეთებლად საჭირო სხვა მასალების შესაძენად. ეს მასალები ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილ ოცდაცხრამეტ ოჯახს გადაეცემა, რათა შეაკეთონ იატაკის დაზიანებული ადგილები“, – აცხადებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი.